ყაზახეთი და ესტონეთი პორტის ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ.
ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა და ესტონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმერ სვეტმა სამუშაო ონლაინ შეხვედრა გამართეს, რათა პორტის ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილათ. ვიდეოკონფერენციაში ორი ქვეყნის ბიზნესის, საზღვაო პორტებისა და ექსპორტიორების 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
