ყაზახეთმა ჩინეთთან სამი სატრანსპორტო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რატიფიცირებულია ჩინეთთან სამი სატრანსპორტო შეთანხმების დადება. ერთ-ერთი მათგანი ეხება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, მათ შორის ჩინეთ-ევროპის კონტეინერმზიდების. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს შუა კორიდორის გავლით ტვირთების გადაზიდვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას.
