ტოკაევმა და ალიევმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება და ახალი ლოჯისტიკური პროექტები განიხილეს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატრანსპორტო კავშირებზე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განხორციელებას დაუთმეს.
