ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად 134 მილიონ ევროს გამოუყოფს.
რომში უკრაინის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენციაზე URC2025 ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას უკრაინასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 134 მილიონი ევროს ოდენობით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსეი კულებამ და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ. თანხები გამოყენებული იქნება კრიტიკული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - გზების, ხიდებისა და ლოგისტიკური ჰაბების აღსადგენად მაღალი დატვირთვის მქონე რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო, ჰუმანიტარული და ადმინისტრაციული მომსახურების ხელმისაწვდომობას.
