Maersk-ის ახალი საზღვაო სერვისი ჩინეთსა და ბანგლადეშს შორის ოპერირება დაიწყო.
AP Moller-Maersk-მა (Maersk) ჩინეთსა და ბანგლადეშს შორის ახალი ოკეანური ტრანსპორტის სერვისი დაიწყო, რათა დააკმაყოფილოს მზარდი სავაჭრო მოთხოვნა, განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში. ახალი სერვისი, სახელწოდებით SH3, ოპერირებას 2024 წლის 7 ივლისს შეუდგა და ორ ქვეყანას შორის ოკეანურ ქსელს მეტ ტევადობას შემატებს.
