„ალსტომი“ PKP Intercity-ს 42 Coradia Max მატარებლით მოამარაგებს და 30 წლის განმავლობაში მათ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.
„ალსტომმა“ პოლონურ ოპერატორ PKP Intercity-სთან ხელი მოაწერა კონტრაქტს 42 საქალაქთაშორისო ელექტრომატარებლის „კორადი მატარებლის“ მიწოდებისა და მათი 30 წლიანი მომსახურების შესახებ HealthHub ციფრული პლატფორმის გამოყენებით. ხელშეკრულების ღირებულება 6.9 მილიარდი ზლოტია (დაახლოებით 1.6 მილიარდი ევრო), დამატებით 30 მატარებლის ოფციით. წარმოება პოლონეთში განხორციელდება, აწყობა „ალსტომის“ ჩოჟუვის ქარხანაში, ხოლო ურიკების წარმოება ნადარჟინის ქარხანაში.
