რომში უკრაინის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენციაზე URC2025 ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას უკრაინასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 134 მილიონი ევროს ოდენობით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსეი კულებამ და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ. თანხები გამოყენებული იქნება კრიტიკული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - გზების, ხიდებისა და ლოგისტიკური ჰაბების აღსადგენად მაღალი დატვირთვის მქონე რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო, ჰუმანიტარული და ადმინისტრაციული მომსახურების ხელმისაწვდომობას.
პროექტი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად განხორციელდება. ალექსი კულებამ აღნიშნა, რომ ეს ინვესტიციები რეალურ წვლილს შეაქვს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაში ომის პირობებში. გარდა ამისა, განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათ შორის საცხოვრებელი ფონდის აღდგენის დამატებითი პროგრამების დაწყება, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება და გრანტების მექანიზმების შექმნა იმ თემების მხარდასაჭერად, რომლებსაც სესხებზე წვდომა არ აქვთ.
კონფერენციის დროს კულება ასევე შეხვდა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ნადია კალვინოს, სადაც მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაფართოებაზე, კერძოდ, სოციალური საცხოვრებლისა და დაზარალებული რეგიონების მხარდაჭერის საკითხებში.
