Nordic Aviation Group-მა გაკოტრება გამოაცხადა და ოპერაციები შეწყვიტა.
ესტონეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Nordic Aviation Group (NAG), რომელშიც Nordica-სა და Xfly-ს შედიან, ოპერირებას წყვეტს და გაკოტრებას აცხადებს. მიზეზი 2023 წლის ბოლოს ესტონეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პრივატიზაციის ფარგლებში ინვესტორის მოძიების წარუმატებელი მცდელობები გახდა. ხელისუფლებას Nordica-ს შენარჩუნების სტრატეგიული მიზეზები არ ჰქონდა, რადგან კომპანია ექსკლუზიურად აუთსორსინგის მომსახურებას ახორციელებდა.
