ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის პოტენციალი 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თურჰან დილმასის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობა 2034 წლისთვის სამჯერ გაიზრდება - ამჟამინდელი 5 მილიონი ტონა ტვირთიდან წელიწადში 17 მილიონ ტონამდე.
